ბრიტანული მედია საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. “ტოტენჰემმა” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ 5 გოლი გაუშვა და ხუთივე მათგანი თავური დარტყმით. პირველ ტურში “ნიუკასლთან” მატჩში, ლონდონელთა კარი მე-11 წუთზე თავური დარტყმით ჟოსელუმ დალაშქრა. მეორე ტურში ლონდონური დერბი შედგა და “დეზების” კარი “ფულჰემის” თავდამსხმელმა მიტროვიჩმა 52-ე წუთზე ისევ თავური დარტყმით აიღო, მესამე ტურში ლონდონელებმა “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” […]