ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა შემდეგ სეზონშიც ყაზანის “რუბინის” მაისური მოირგოს. “ოთხშაბათს “სპარტაკის” წინააღმდეგ სათამაშოდ მივდივარ. მე კვლავ “რუბინის” ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. მე ასევე მიყვარს ყაზანი. თუ “რუბინში” დავრჩები, მოხარული ვიქნები”, – თქვა 20 წლის ქართველმა შემტევმა. ცოტა ხნით ადრე, […]