საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო შეწყდა. ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს, მკლავჭიდის ნაკრების მწვრთნელები და სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომის მიმდინარეობისას მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა სპორტსმენებმა ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. სპორტსმენებმა ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ერთპიროვნულ […]