იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ტურინის ,,იუვენტუსის” თავდამსხმელზე, მოიზე კინზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, ,,რომასთან” მატჩში, მოედანზე შესვლიდან 40 წამში გააძევეს: ,,რას ვეტყოდი კინს? ის მაინც ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ მასთან საუბრით დროს დავკარგავდი. მან აშკარად დაკარგა თანაგუნდელების პატივისცემა. პირველ ყოვლისა, მატჩზე და გუნდზე უნდა ეფიქრა, მაგრამ მისმა საქციელმა ყველა დააზარალა. ალბათ, ამას ისიც აცნობიერებს. მსგავსი რამ არასდროს […]