ბუდუ ზივზივაძემ ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლის გატანა მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, “მეზოკოვეშდ ზორიდან” “მოლ ფეჰერვარში (“ვიდეოტონი”) გადავიდა, ამხანაგურ მატჩში პრაღის “სლავიას” 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაუტანა. უნგრულმა კლუბმა ჩეხურთან 1:3 წააგო, ერთადერთი გოლი სწორედ 26 წლის ფორვარდმა, 28-ე წუთზე გაიტანა. “ფეჰერვარი” უნგრეთის ჩემპიონატში გამოსვლას 15 აგვისტოს დაიწყებს, გუნდს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც ელის.