30 დეკემბერს, გამთენიისას, მექსიკის ჩემპიონატის პლეი-იფის ფინალური დაპირისპირება გაიმართა. “მონტერეი” სტუმრად “კლუბ ამერიკას” დაუპირისპირდა და მეტოქე პენალტებში დაამარცხა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა “მონტერეის” 2:1 ჰქონდა მოგებული, დღევანდელ შეხვედრაში კი გუნდი იმავე ანგარიშით დამარცხდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, ტიტულის მფლობელი სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. აღნიშნული წარმატება “მონტერეის” მწვრთნელ, ანტონიო მოჰამედისთვის ორმაგად ემოციური გამოდგა. არგენტინელ […]