“ალეგრისა და მისი მოთამაშეების გამო ვწუხვარ” – ჟოზე მოურინიო
იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “იუვენტუსი” კვლავ დასაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ბიანკონერის” 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც ტურინული გრანდი მე-7 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. “იუვენტუსი” დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა. ტურინული გრანდის გარშემო შექმნილ ვითარებას ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრისა და მისი ფეხბურთელების გამო წუხს. […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მონცასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში გაჩემპიონებულმა “ნაპოლიმ” სტუმრად “მონცასთან” ითამაშა და (0:2) დამარცხდა. მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” ჩემპიონობა გაიფორმა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ლიდერებს დასვენების შესაძლებლობა მისცა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, გამონაკლისი არც ხსენებული მატჩი იყო და ქართველი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იყო. თუმცა, მეორე ნახევარი ნეაპოლურმა კლუბმა 22 წლის ქართველ ვარსკვლავთან ერთად […]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, მონცაში გადავიდეს
,,მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კარიერა, შესაძლოა, ,,მონცაში” გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ,,როსონერისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ,,მონცა” კი ზლატანის გადაბირებას იმ შემთხვევაში ეცდება თუ თავდამსხმელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ. იბრაჰიმოვიჩს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. შვედმა ,,მილანის” […]
სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ “მონცას” პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარსედა. როგორც Corriere Della Sera იტყობინება, გულის პრობლემების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდა. ამჟამად, 86 წლის ბიზნესმენი მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონი “მილანსაც” ედგა სათავეში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა “როსონერის” ისტორიაში ყველაზე წარმატებული წლები.
არსენალის ყოფილი ფეხბურთელი დანით დაჭრეს
ლონდონის ,,არსენალის” ყოფილი მცველი, პაბლო მარი, რომელიც ამჟამად ,,მონცაში” თამაშობს, ერთ-ერთია იმ ექვს ადამიანს შორის, რომლებიც მილანის მახლობლად, სუპერმარკეტში თავდასხმისას დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე ადამიანი დანითაა დაჭრილი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი გარდაიცვალა. Tuttomercatoweb-ის ცნობით, პაბლო მარი გონზეა და საავადმყოფოშია, სადაც მასთან ,,მონცას” აღმასრულებელი დირექტორი – ადრიანო გალიანი და […]
მილანი 4:1 მონცა (მიმოხილვა)
ბერლუსკონი: ,,ეს ნამდვილი სკანდალია, მსაჯი უდინეზეს მხარეს იყო”
,,მონცას” მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ, ,,უდინეზესთან” მარცხის შემდეგ, მატჩის მსაჯები გააკრიტიკა: ,,წარუმატებელი თამაში გამოვიდა, მაგრამ მეტოქეს 12 მოთამაშე ჰყავდა. არბიტრი მათ მხარეს იყო, ეს ნამდვილი სკანდალია. მსაჯ დი ბელოს, დი ბრუტო უნდა ერქვას (Bello ლამაზს ნიშნავს, Brutto კი – მახინჯს). გამარჯვების გოლი თამაშგარის გამო არ უნდა ჩათვლილიყო. საკამათო ეპიზოდებში მსაჯი ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ უსტვენდა,” – ბერლუსკონის […]
პაოლო კონდო: “კვარაცხელიას გავლენა სერია A-ზე დამანგრეველია”
ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიას სახელი იტალიური და მსოფლიო მედიის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. სერია A-ს საწყის ორ ტურში ნაჩვენებმა შედეგიანმა თამაშმა, მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტები აალაპარაკა. კომენტარი გააკეთა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომაც: “ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ალბათ ყველაზე ნაკლებად ცნობილი იყო ამ სატრანსფერო ფანჯარაში, თუმცა მას სერია A-ზე უკვე დამანგრეველი გავლენა აქვს. პირველ ორ მატჩში ნაჩვენები […]
მონცას მწვრთნელი: “არ ვიცი რა ვთქვა კვარაცხელიაზე, ის მაგიაა…”
,,მონცას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ, ,,ნაპოლისთან” წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა. 54 წლის სპეციალისტმა საკუთარი კლუბის მინუსებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ “ნაპოლი” პირველივე წამებიდან მის კლუბს. “ჩვენ ვიცოდით ამ გუნდის სიდიდის შესახებ და რომ მათ სისწრაფეებით ჩვენი დაჩაგვრა შეეძლოთ. პირველ გოლზე არ ვიცი რა ვთქვა, კვარაცხელია უბრალოდ მაგიაა და ამ ბიჭს […]
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი მონცასთან | VIDEO
ხვიჩა კვარაცხელია მონცას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს
საქართველოს ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში, “მონცას” წინააღმდეგ “ნაპოლის” ძირითად შემადგენლობაშია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩა პირველად ითამაშებს “ნაპოლის” საშინაო არენაზე, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას სახელს ატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველი ტურის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
კეილორ ნავასი და ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელები ხდებიან
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში, “პარი სენ-ჟერმენის” და კოსტა რიკის ნაკრების მეკარე, კეილორ ნავასი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება. ყველაზე სარწმუნო ნეაპოლური გამოცემების მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალის” ყოფილი გოლკიპერი “ნაპოლის” წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. ნავასი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა. 35 წლის კარის დარაჯს ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ […]