“ლოკომოტივმა” ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ინტენსიურ წვრთნას თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გადიოდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, “ლოკო “უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა; თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან. თბილისური შეკრების ფარგლებში, “ლოკომოტიველებმა” ოთხი ტესტ-მატჩიც გამართეს. პირველ შეხვედრაში, გუნდმა დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა “გარეჯი”. ამის შემდეგ, […]