სიტის მთავარი სამიზნე? – გვარდიოლამ გრიზმანს პირადად დაურეკა
შესაძლოა, ანტუან გრიზმანმა ახალი სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს. “ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების შემტევის დამატებით “მანჩესტერ სიტი” და უშუალოდ პეპ გვარდიოლა ინტერესდებიან. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგ თავდამსხმელს პირადად, სატელეფონო ზარის მეშვეობით ესაუბრა და საკუთარი ინტერესი მისი გუნდში ხილვის შესახებ დაუდასტურა. ჯერჯერობით უცნობია კატალონიური გრანდის პოზიციაც და ისიც თუ, რას სთავაზობს ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი ესპანურ […]
ულტიმატუმი გრიზმანს: ხელფასის შემცირება ან კლუბის დატოვება
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ანტუან გრიზმანს “ბარსელონაში” დარჩენის მიზნით, ხელფასების შემცირება მოუწევს. წყარო ამტკიცებს, რომ “ბლაუგრანა” ამას დაჟინებით მოითხოვს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ფრანგის “ატლეტიკოში” ან სხვა კლუბში გაშვებას ვერ მოახერხებენ. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ კატალონიური კლუბისთვის კაპიტნის, ლიონელ მესის შენარჩუნებისა და მისთვის ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის გადახდის მიზნით, გუნდის […]
თილისმის საოცარი ისტორია: კოუტინიო ისევ ატარებს მესის საჩუქარს, რომელიც სამი წლის წინ მიიღო | PHOTO
თილისმის გასაოცარი ისტორია, რომელშიც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, 2018 წლის მუნდიალის დროს დაიწყო, როცა ისლანდიასა და არგენტინას შორის მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა, ლიონელ მესიმ კი 11-მეტრიანის გოლად ქცევა ვერ მოახერხა. მატჩის შემდეგ, შერეულ ზონაში, არგენტინელმა ჟურნალისტმა რამა პანტაროტომ, მოულოდნელად, 7 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს წითელი სამაჯური გადასცა, რომელიც მის გარდაცვლილ დედას ეკუთვნოდა. მაგრამ მთავარი მოულოდნელობა […]
ედენ აზარი ბელგიური ფეხბურთის ისტორიის მთავარ ფიგურად აღიარეს
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ედენ აზარი ბელგიის ფეხბურთის 125-წლიან ისტორიაში ცენტრალურ ფიგურად აღიარეს. ინფორმაცია ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ, 125 წლის იუბილის საპატივსაცემოდ, ორგანიზება გაუწია გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის ჩატარებას და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. ბელგიის ოფიციალური ფანკლუბის წევრების თითოეული ხმა ითვლებოდა ორად. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ყველაზე გამორჩეულ პერსონად ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში […]