2022 წლის მუნდიალი დასკვნით ფაზაში შევიდა. 13 დეკემბერს პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც არგენტინის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლიონელ სკალონიმ და მარცხენა მცველმა – ნიკოლას ტალიაფიკომ, ხორვატიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე, მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრეს. “მესი არის ის, ვინც განსაკუთრებულ უპირატესობას გვაძლევს. როდესაც მესისთან ერთად ვართ მოედანზე, […]