მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა გულშემატკივარს თავი უკვე არაერთი გარემოების გამო დაამახსოვრა, მათ შორის ბევრი არასასიამოვნო გარემოების გამოც. გარდა იმისა, რომ საფეხბურთო სამყარო კატარში მუნდიალის ჩატარებას, თანაც ზამთრის პერიოდში, ეწინააღმდეგებოდა, ტურნირს თან სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრებაში არსებული პოლიტიკური გარემოებებიც დაერთო. მათ შორის არის ირანი, რომელშიც მოსახლეობა ქალების უფლებების გამო იბრძვის, პროტესტის რადიკალურ ფორმებს კი მთავრობის მხრიდან მუქარის […]