საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ტალანტი საუკეთესო თერთმეტეულში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემამ, Whoscored-მა შეიყვანა. ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი შემტევი სიმბოლურ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც აიმერიკ ლაპორტი, ფერან ტორესი, სერხიო ბუსკეტსი, ვიქტორ ლინდელოფი, ალექსანდრ ისაკი, კოსტას ციმიკასი და სხვები […]