“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა კლუბსა და ნაკრებში მისი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს და მასთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის ნაკრების გასახდელიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველსა და თავდამსხმელს ერთმანეთთან არც ისე თბილი შეხვედრა ჰქონდათ. “არავისთან პრობლემა არ მაქვს. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და როგორც ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, ყველაფერი, რისი კონტროლიც შეგიძლია, […]