ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საკლუბო კარიერას აზიის კონტინენტზე გააგრძელებს. როგორც არაერთი პრესტიჟული გამოცემა, მათ შორის ესპანური გამოცემა Marca ადასტურებს, 37 წლის სუპერვარსკვლავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედი” გახმაურებული სკანდალის ფონზე დატოვა, აზიაში ითამაშებს. უფრო კონკრეტულად, რონალდუს დამატება საუდის არაბეთის წარმომადგენელ “ალ-ნასრის” სურს. რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს, ის საფეხბურთო […]