ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, იასპერ სილესენის კარიერა “ნაიმეგენში” გაგრძელდება. გულშემატკივართა უმრავლესობას ნიდერლანდელი კიპერის ხილვა ამსტერდამის “აიაქსში” სურდა, თუმცა, სილესენმა “ნაიმეგენთან” გააფორმა კონტრაქტი. ნიდერლანდური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კიპერმა “ნაიმეგენთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, სილესენის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ, რომ “ნაიმეგენში” დაიწყო. სილესენისათვის ყველაზე წარმატებული ამსტერდამულ გრანდში გატარებული პერიოდია. 2011-16 წლებში, კიპერმა […]