ესპანური მედიის ინფორმაციით, იასპერ სილესენი “ვალენსიას” დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება. წამყვანი ესპანური გამოცემები წერენ, რომ 33 წლის ნიდერლანდელი მეკარე მშობლიურ კლუბში, “ნაიმეგენში” ბრუნდება და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. “მამარდაშვილის გამო, სილესენმა პოზიციები დაკარგა, იგი ინგლისში, “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ გუნდთან ერთად არ გაემგზავრა. რაც შეეხება “ვალენსიას”, კლუბი ტრანსფერის გამო მცირე თანხას მიიღებს და ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვებს. […]