17 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე, რაგბი ევროპა ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართება. “ავჭალაზე” საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩამდე მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ესპანეთის ნაკრებთან ადვილი მატჩი არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე იქნება. 2019 წელს პირველ საშინაო მატჩს ვატარებთ და მნიშვნელოვანია როგორ წარვსდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრის წინაშე,” – განაცხადა ჰეიგმა. […]