ბაიერნის დირექტორი: ,,იმედია, კიმის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დავადასტურებთ”

მიუნხენის ,,ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა, ,,ნაპოლის” მცველის, კიმ მინ-ჯეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

,,კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა, რომ ის შემოგვიერთდეს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ. იმედი მაქვს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

ვფიქრობ, ეს სულ რამდენიმე დღის საკითხია. მალე კიმს ,,ბაიერნის” ფეხბურთელად წარადგენენ,” – განაცხადა დრიზენმა.

იტალიური მედიის ცნობით, ,,ბაიერნი” კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

სამხრე კორეელმა მცველმა გასულ სეზონში ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბაიერნის დირექტორი: ,,იმედია, კიმის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დავადასტურებთ”

სტატიის ავტორი
-