,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,მონცასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა: ,,კვარაცხელია შესანიშნავი პროფესიონალი და კარგი ბიჭია. მას მოწინააღმდეგის ჩამოშორება შეუძლია, იცის, სად არის კარი და ორივე ფეხით არტყამს. თუმცა, ის ჯერ კიდევ გახურების პროცესშია. ხვიჩაზე ახალ გუნდში ჯერ კიდევ დიდი ზეწოლაა. მან იცის, რომ ისეთი მომთხოვნი საზოგადოების გართობა სჭირდება, როგორიც ,,ნაპოლის” […]