სერია A-ს ეგიდით გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, “ინტერის” ყოფილი პრეზიდენტი – მასიმო მორატი, იმ ეფექტის შესახებ საუბრობს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” თამაშზე ახდენს. ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ჰგვანან” 4 იანვარს, სერია A-ს მეორე წრე ბლოკბასტერით განახლდება, რომელშიც სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი, ამჟამინდელ ლიდერს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში “ნაპოლი” ნანატრ სკუდეტოს, რომელიც უკანასკნელად ათწლეულების წინ […]
“კვარას სკამზე დაბრუნება ვთხოვე, მისი შემრცხვა” – სპალეტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლისა” და “რეინჯერსის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარული დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. კვარა რეინჯერსთან დაისვენებს | სპალეტიმ ხვიჩა ძირითადს მიღმა დატოვა სიმეონეს დუბლი რეინჯერსის წინააღმდეგ | VIDEO ნაპოლიმ რეინჯერსი მარტივად დაამარცხა | VIDEO ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა – ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ლიდერებს, მათ შორის […]
“კვარას შანსი ექნება, მაგრამ ის უნდა შევზღუდოთ” – სასუოლოს მთავარი მწვრთნელი
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, “სასუოლო” სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. “სასუოლოს”, რომელიც უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულა ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. “პარტენოპეისთან” გასამართი მატჩის წინ, “სასუოლოს” მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონისიმ პრესკონფერენცია გამართა და მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. დიონისის უყურადღებოდ არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩენია – იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ […]
“კვარას შოუ! ნაპოლიმ ინსინიეს ქართველი მემკვიდრის მეშვეობით მოიგო” – როგორ ეხმაურება ევროპული პრესა კვარაცხელიას თამაშს
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლის დროს, პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 21 წლის ლიდერის შესანიშნავ თამაშს იტალიურ და არამხოლოდ იტალიურ მედიაში საკმაოდ […]
“კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ტალანტია” – ალესანდრო დელ პიერო
Gazzetta dello Sport-თან საუბარში, ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სინტერესო კომენტარი გააკეთა. ამომავალმა ქართველმა ვარსკვლავმა სერია A-ს საწყის 5 ტურში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც 21 წლის კვარაცხელია იტალიური საფეხბურთო ელიტის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის სპალეტი: ,,ხვიჩას ასეთი […]
“კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ინსინიეს ჩანაცვლება”
დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა და კარგადაც წარმოაჩინდა თავი. ნეაპოლურმა გუნდმა “ანაუნი” 10:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი ტაიმი ჩაატარა და მაინც მოახერხა იტალიელი გულშემატკივრის განცვიფრება. 45 წუთში ხვიჩამ ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა: „კლუბი მთავარი გუნდის დაკომპლექტებაზე მუშაობს […]
“კვარაცხელია ისეთივე ვარსკვლავია, როგორიც მესი და ნეიმარი” – Gazzetta dello Sport
იტალიის თასზე განცდილი მარცხის გამო, “ნაპოლიმ” შურისძიება სერია A-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში შეძლო და “კრემონეზეს” 3 უპასუხო გოლი გაუტანა. “ნაპოლისა” და “კრემონეზეს” შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მატჩის 22-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. “მადრიდელები კვარაცხელიას არ ივიწყებენ” – fichajes ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ვარსკვლავის შესახებ, Gazzetta dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კვარაცხელია ლეო მესისა […]
“კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა” – იტალიური მედია
“ნაპოლის” სატრანსფერო ამბები, იტალიური მედიის სპეკულაციის მთავარი თემაა. სპორტული დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, “პარტენოპეის” ვარსკვლავების ჯერიც დადგა. Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლობოტკასა და რაჰმანისთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, “ნაპოლის” მესვეურები ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. წყაროს მტკიცებით, “ნაპოლი” კვარას შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. Corriere dello Sport-ის […]
“კვარაცხელია მსოფლიოს მწვერვალია” – ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი
გავლენიანი იტალიური გამოცემა “corriere dello sport” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელის – ჯოვანი გალეონეს სიტყვებს ციტირებს, რომელიც ქართველი ვარსკვლავით აღფრთოვანებას ვერ მალავს. “კვარაცხელიას გვერდით პაულო დიბალას რომ ეთამაშა, ქალაქი ჭკუიდან შეიშლებოდა”, – რთულია არ დაეთანხმო გალეონეს, რომელსაც სჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ნეაპოლიტანური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. […]
“კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს – კლუბი მის შემცვლელს აკვირდება” – იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – პაოლო ბარჯიჯა, “ნაპოლის” სუპერვარსკვლავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “პარტენოპეის” დატოვებენ. ბარჯიჯას მტკიცებით, “ნაპოლი” კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე აკვირდება. აღნიშნული განცხადება ბარჯიჯამ გადაცემა 7 Gold-ში სტუმრობისას გააკეთა. პაოლო ბარჯიჯა: “რამდენადაც ვხედავ, ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ვიცით, რომ სატრანსფერო ბაზარი უჩვეულოა და ხშირად სიურპრიზებს […]
“კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენისთვის იდეალური შენაძენი იქნება” – ESPN
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ევროპული ფეხბურთის წამყვანი კლუბები არაერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან. სატრანსფერო ციებ-ცხელების დაწყებამდე, მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას შესაძლო ტრანსფერები და ვარსკვლავებში გადახდილი კოლოსალური თანხები წარმოადგენს. ავტორიტეტული მედია საშუალება ESPN-ი იმ ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, რომლებიც გრანდებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ESPN-ის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. […]
“კვარაცხელია როგორც მარადონა” – იტალიური პრესა ქართველ ფეხბურთელზე წერს
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კვლავაც აქტიურად საუბრობს. ნეაპოლური გამოცემა napolicalciolive.com-ი საქართველოს ნაკრების ლიდერს ვრცელ სტატიას უძღვნის და მას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფიგურას, დიეგო არმანდო მარადონას ადარებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს პირველი კვირებია ნაპოლის ფეხბურთელის სტატუსით. ის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ხდება. “დინამო ბათუმიდან” სერია A-ში და ზოგადად საქართველოდან იტალიაში გადასვლა მნიშვნელოვანი ნახტომია, თუმცა ახალგაზრდა […]