ვინ რა თანხა გამოიმუშავა ნაცუ ბაშოზე
2021 წლის რიგით მესამე სუმოს სუპერტურნირი მაისის ანუ ნაცუ ბაშო დასრულებულია. ტურნირის ჩემპიონის ამპლუა ოძეკი ტერუნოფუჯიმ მოირგო, რომლისთვისაც აღნიშნული ტიტული რიგით მე-4 გახლდათ. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგოთ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰაცუ ბაშოზე: […]
იოკოძუნა ჰაკუჰო მაისის ბაშოდან მოეხსნა
2021 წლის სუმოს რიგით მესამე სუპერტურნირი – მაისის ანუ ნაცუ ბაშო 9 მაისიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღის მანძილზე გაგრძელდება. ტურნირს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლე უმასპინძლებს, სადაც იაპონიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო 11 მაისამდე მაყურებელი არ იქნება, შემდეგ კი ტევადობის 50% – დაახლოებით 5,500 მაყურებელი დაიშვება. ტურნირზე ფაქტობრივად ყველა მაღალი რანგის მქონე სუმოისტს უნდა […]
მაისის ბაშო იწყება | ცნობილია ტოჩინოშინის საწყისი ორი დღის ოპონენტები
სუმოს სამყარო 2021 წლის რიგით მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს, მოლოდინშია. აღნიშნული სტარტს 9 მაისს აიღებს და ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირი ტოკიოში, “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ჩატარდება. ნაცუ ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც მიუხედავად წინა ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსისა, სუმოს მამებმა იდენტურ პოზიციაზე, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში წარმოადგინეს. პირველ დღეს, ქართველი ფალავანის მეტოქე […]