“გთოვთ უთხარით მათ რომ დაბრუნება მსურს”. “სპურსმა” მამუკელაშვილის თხოვნა შაბათს დაუკმაყოფილა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 208 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მოთამაშე “სან ანტონიოს” მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს დათანხმდა. ქართველმა ცენტრმა 2-მილიონიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “მამუ” ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოთი აღნიშნა, სადაც “სპურსის” ფორმა აცვია. – წერს SAN ANTONIO EXPRESS NEWS. მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით […]
კრის პოლი კარიერას გოლდენ სტეიტ უორიორსში გააგრძელებს
“ვაშინგტონ ვიზარდსი” თანახმაა გაცვლაზე, რომლის შედეგადაც ჯორდან პულისა და რაიან როლინსის სანაცვლოდ, კრის პოლი “გოლდენ სტეიტ უორიორსში” ითამაშებს. ახლა კრის პოლი სტეფ კარისთან და კლეი ტომპსონთან ერთად “გოლდენ სტეიტს” უფრო გააძლიერებს. პოლი 38 წლის არის და მისი გამოცდილების ხარჯზე გუნდის სათამაშო ტაქტიკასაც კარგად უნდა მოერგოს. აღსანიშნავია, რომ კრისმა გასულ სეზონში “სანსის” რიგებში, ასისტებით ლიგაში მესამე […]
ჯა მორანტი 25 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
Instagram-ის პირდაპირ ეთერში გამოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამო, ჯა მორანტი NBA-მ 25 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული ინციდენტი 13 მაისს მოხდა და ლიგამ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჯა მორანტმა პირობა დადო მსგავს ქმედებეში არასდროს იქნებოდა შემჩნეული, კალათბურთლმა იგივე მაინც გაიმეორა. NBA-მ დაადგინა, რომ ჯამ ცეცხლსასროლი იარაღი პირდაპირ ეთერში განზრახ გამოაჩინა. სოციალურ ქსელში […]
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ვიდეოს შემდეგ, ჯა მორანტი გუნდმა დასაჯა. “მემფისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი ლიგის განხილვას ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სპორტსმენს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯა მსგავს ინციდენტში გაეხვა. პირველ ჯერზე მორანტი გუნდმა დააჯარიმა და მას $669,000-ის გადახდა მოუწია.
კევინ დურანტმა NIKE-სთან კონტრაქტი ცხოვრების ბოლომდე გააფორმა
“ფინიქს სანსის” სუპერვარსკვლავმა კევინ დურანტმა NIKE-სთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში მისი სიცოცხლის ბოლომდე იქნება. დურანტისა და ცნობილი სპორტული ბრენდი ურთიერთობა 2007 წლიდან იწყება. პარტნიორობამ 16 ბრენდირებული ფეხსაცმლის გამოშვება მოიცვა. KD-ს მიერ გაფორმებული კონტრაქტი ყველანაირ პროდუქტს მოიცავს, რაც კალათბურთთან არის კავშირში. აღნიშნული შეთანხმების მიღწევით კევინი ისეთი სპორტსმენების რიგებში აღმოჩნდა, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი. […]
პირველად 2006 წლის შემდეგ – საკრამენტო NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებს
2006 წლის შემდეგ პირველად, “საკრამენტო კინგსი” NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებს. გამთენიისას “საკრამენტომ” “პორტლენდი” სტუმრად 40-ქულიანი სხვაობით 80-120 გაანადგურა, ეს გამარჯვება კი ისტორიული გამოდგა. 17-წლიანი პაუზის შემდეგ, კალიფორნიულმა კლუბმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. 76 ჩატარებული მატჩის შემდეგ, “საკრამენტო კინგსი” დასავლეთ კონფერენციაში 46 გამარჯვებითა და 30 მარცხით, მესამე ადგილზე იმყოფება.
დონჩიჩის წარმოუდგენელი ასისტი ინდიანას წინააღმდეგ | VIDEO
23 ჩაგდებული სამქულიანი – სან ანტონიომ საკუთარი რეკორდი დაამყარა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, “AT&T Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:114 დასრულდა. “სან ანტონიოს” ქართველ ლეგიონერს კარგი მატჩი ჰქონდა. პარკეტზე გატარებულ 21:29 წუთში, მამუკელაშვილმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ეს მატჩი “სან ანტონიოსთვის” ისტორიული გამოხდა. პირველად “ფრენჩაიზის” ისტორიაში, […]
კევინ დურანტი ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს
The Athletic-ის ცნობით, კევინ დურანტი ოთხშაბათს მიღებული ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს. კალათბურთელმა, რომელმაც მხოლოდ სამი თამაში ითამაშა “ფინიქსში”, დაზიანება “ოკლაჰომასთან” მატჩის წინა გახურებისას მიიღო. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დურანტი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებდა. თუმცა, სრულფასოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის მხოლოდ ორ კვირას იუქმებს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, კევინ დურანტმა “სანსში” სამი მატჩი ჩაატარა და […]
ტრავმის გამო ლებრონ ჯეიმსი რამდენიმე კვირას გამოტოვებს
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლებრონ ჯეიმსი ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმე ცნობილი არ არის, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მეფე” “ლეიკერსს” სეზონის ბოლომდე დააკლდება. ლებრონმა ტრავმა “დალასთან” თამაშში მიიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ ლებრონმა თავად გაიგო ძვლის ამოვარდნის ხმა. აღნიშნულ შეხვედრაში ჯეიმსმა 26 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. […]
პირველი ვარჯიში ორლანდოში – ბითაძე დასაბრუნებლად ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ორლანდო მეჯიქის” 23 წლის ცენტრმა – გოგა ბითაძემ, მის ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა და პარკეტზე დასაბრუნებლად ემზადება. მისი ვარჯიშის ვიდეო სოციალურ ქსელში “ორლანდო მეჯიქის” სტაფის წევრმა გაავრცელა. ვარჯიშის შემდეგ კი ქართველმა ცენტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: „აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ რამდენიმე გუნდი იყო ჩემით დაინტერესებული. ზუსტად არ ვიცოდი რა იქნებოდა, თუმცა […]
ლებრონ ჯეიმსის ქულები NBA-ს ყველა გუნდის წინააღმდეგ
ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარული კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი დაამყარა და 38 390 ქულით NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. ლებრონ ჯეიმსს 3 კლუბის გარდა, ყველა გუნდთან 1000+ ქულა აქვს ჩაგდებული. გთავაზობთ ლებრონ ჯეიმსის ჩაგდებულ ქულებს ყველა კლუბთან. “ატლანტა ჰოუქსი” – 1707 ქულა “დალასი” – 1058 ქულა “ინდიანა” – 1743 ქულა “მილუოკ ბაქსი” – 1751 ქულა “ოკლაჰომა” – […]