“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ გუნდის ლიდერის სტეფ კარის დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. “რა თქმა უნდა, სტეფი ამ სეზონში ითამაშებს. ასევე არსებობს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ კარი მარტში დაბრუნდეს. იმედი მაქვს, ისიც და კლეიც მიმდინარე გათამაშებაში დაბრუნდებიან”,-თქვა კერიმ. მცირე ხნის წინ გაირკვა, რომ 31 წლის გამთამაშებელი ვარჯიშს უკვე დამხამრე სამედიცინო ხელსაწყოს გარეშე ახერხებს. […]