მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ პოზიციას ლეო მესი იკავებს, რომელიც, მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ,,შეძლებს ვინმე, რომ მესის მერვე ოქროს ბურთის მოგებაში შეეცილოს? მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე 6 თვე დარჩა, ეს ძალიან რთული იქნება,” – წერს გამოცემა. Goal.com-ის რჩეულთა […]