რონალდუს შემცვლელის ვინაობა მესისთვის ცნობილია
კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, “რეალი” მისი იდეალური შემცვლელის ძიებაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ იცის თუ ვინ ჩაანაცვლებს პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სანტიაგო ბერნაბეუზე. ესპანური ტაბლოიდის Don Balon-ის მტკიცებით, ლეო მესიმ იცის, რომ კრიშტიანუ რონალდუს მისი ყოფილი თანაგუნდელი და უახლოესი მეგობარი ნეიმარი ჩაანაცვლებს. აღნიშნული სიახლე შეიძლება ტაბლოიდის ვარაუდად ჩაითვალოს, თუმცა გასაკვირი არაა, რომ უახლოეს მეგობრებს ერთმანეთის სამომავლო გეგმებთან […]
ნეიმარის TOP 30 ცრუ მოძრაობა 2018 წელს (ვიდეო)
პსჟ-ს პრეზიდენტმა კავანისა და ნეიმარის მომავალზე ისაუბრა
“პსჟ” არ აპირებს, რომ ზაფულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდიდან ლიდერები გაუშვას. მოგეხსენებათ, პარიზული კლუბს FIFA-ს ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას ედავებიან. თუმცა, “პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ლიდერები, ნეიმარი და კავანი გუნდს არ დატოვებენ. “100%-ით კი არა, 2000%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ისევ ჩვენთან იქნებიან,” – ვციტირებთ ნასერის სიტყვებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ნეიმარსა და კავანის ორ […]
ნეიმარი: “აღარ მსურს “პარი სენ ჟერმენის” მაისურით თამაში”
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ნასერ ალ-ჰელაიფის შეხვდა და “პარი სენ ჟერმენის” დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. ფრანგული და ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. მადრიდის “რეალის” მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 300 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას გეგმავენ – თუმცა ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შესაძლოა “ბარსელონამ” განახორციელოს. El Mundo-ს მტკიცებით, კატალონიელები უკვე განიხილავენ ნეიმარის დაბრუნების […]
ნეიმარმა ვარჯიში განაახლა (ფოტოები)
ნეიმარმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია “პსჟ-ს” ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა და ბრაზილიელი თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გუნდის საწვრთნელ ბაზაზეა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ბოლოს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოედანზე 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში გავიდა (ანჟერთან 4:0). 🏋️♂️🔛⚽️@neymarjr 🔙 🔴🔵 #ICICESTPARIS pic.twitter.com/0uSEo7pN04 — Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 5, 2019
ბრწყინვალე სანახაობა – პსჟ-ს ფეხბურთელებმა 1/4 ფინალში გასვლა სტადიონს გარეთ, გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს (ფოტოები/ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “პსჟ”-მ შინ “დორტმუნდი” 2:0 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. როგორც მოგეხსენებათ, სტადიონზე დასწრება კორონავირუსის საფრთხის გამო არ იყო, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას სტადიონთან შეკრებილები იყვნენ პარიზული კლუბის გულშემატკივრები და ფეხბურთელებს სტადიონს გარედანაც გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. მატჩის შემდეგ “პსჟ”-ს ფეხბურთელებმა გამარჯვება და შემდეგი ეტაპის საგზური გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს:
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული
დიდი ხანია ფეხბურთი მხოლოდ სპორტი აღარაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესიცაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ვნახოთ, თუ რა შემოსავლები აქვთ კლუბებს, როგორია ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, რამდენს გამოიმუშავებენ ფეხბურთელები წლიურად. საქმე რეალურად ძალიან დიდ რიცხვებთან გვაქვს. გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ზოგიერთი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება უზარმაზარ თანხას […]
ვინ იქნებოდნენ “ოქროს ბურთის” მფლობელები, რომ არა მესი და რონალდუ
თანამედროვე ფებურთის ეპოქას თავისუფლად შეგვიძლია მესი-რონალდუს ეპოქა ვუწოდოთ. ისინი არიან ორი ბრწყინვალე მოთამაშე, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი სამუდამოდ დაიკავეს. მესისა და რონალდუს მიღწევების, მათი რეკორდების, მოგებული ტიტულების თუ ინდივიდუალური ჯილდოების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორც ცნობილია, “ბარსელონას” არგენტინელ სუპერვარკვლავს “ოქროს ბურთის” ჯილდო კარიერაში ექვსჯერ აქვს მიღებული, ხოლო “იუვენტუსის” პორტუგალიელ თავდამსხმელს – ხუთჯერ. მესიმ და […]
ნეიმარი: “არ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ბრაზილიელმა ხალხმა დამაფასოს”
“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავი ნეიმარი ძალიან ახლოსაა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდეს. ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რეკორდსმენი გახდა, თუმცა მიუხედავად ამისა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გულშემატკივრისგან სათანადო დაფასებას მაინც ვერ იღებს. ნეიმარი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი მხრიდან თავდაუზოგავი შრომის და დამყარებული რეკორდებისა, გულშემატკივარი მას მაინც არ აფასებს სათანადოდ. “ცხადია, ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ბედნიერი […]
ნეიმარი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად სიცოცხლეს გავწირავ”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა: ,,ამ სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა მსურს, რომ 2022 წელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დავასრულო. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს და თასი ბრაზილიაში ჩავიტანოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად ვემზადები. ამ ტიტულისთვის სიცოცხლეს გავწირავ. მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ მაქვს […]
ნეიმარი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იქნება”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა: ,,ტურნირისთვის კარგად უნდა მოემზადო, 100%-ით მზად უნდა იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე – მორალურად. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი ჩვეულებრივზე უკეთ მიდის, რადგან სეზონის შუა რიცხვებში ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში არიან. მოთამაშეები სეზონის ბოლოს, როგორც წესი, უფრო დაღლილები არიან, ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იქნება,” […]