ნეიმარმა პენალტი შესანიშნავად შეასრულა და ბრაზილია ორი ბურთით იგებს | VIDEO
მუნდიალი 2022 | ტიტემ დაადასტურა, რომ ნეიმარი სამხრეთ კორეასთან ითამაშებს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, სამხრეთ კორეასთან მერვედფინალური მატჩისთვის მზად იქნება. ინფორმაცია ,,სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ნეიმარმა კოჭი სერბეთთან, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში დაიზიანა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. ტრავმის გამო, ბრაზილიელმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. მერვედფინალური შეხვედრა სამხრეთ კორეასა და ბრაზილიას შორის ხვალ, 5 დეკემბერს, გაიმართება.
რაფინია: ,,ნეიმარის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რაფინიამ, ,,სელესაოს” იმ ქომაგებს უპასუხა, რომლებსაც ნეიმარის ტრავმა ,,გაუხარდათ”: ,,არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ეპყრობიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიელი გულშემატკივრები რონალდუს ისე ეპყრობიან, როგორც მეფეს. ბრაზილიელ გულშემატკივრებს კი უხარიათ, რომ ნეიმარმა ფეხი დაიზიანა. სამწუხაროდ, ნეიმარის კარიერაში ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა. ეს ქვეყანა მის ნიჭსა და ფეხბურთს არ იმსახურებს,” – რაფინიას […]
მუნდიალი 2022 | ნეიმარმა საკუთარ ტრავმაზე ისაუბრა
სერბეთთან მოგებულ შეხვედრაში ნეიმარმა კოჭის ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტიტემ განაცხადა, რომ ფეხბურთელი მწყობრშია და შვეიცარიასთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა. თუმცა, მისი სიტყვები არ გამართლდა. დღეს დადასტურდა, რომ ნეიმარი დარჩენილ ორ ჯგუფურ შეხვედრაში მის ნაკრებს ვერ დაემარება. თავად ფეხბურთელმა მის ტრავმაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “იმ სიამაყესა და სიყვარულს, რომელსაც ბრაზილიის მაისურის ჩაცმისას ვგრძნობ, ახსნა არ […]
ნეიმარი: ,,დღეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, სერბეთთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა: ,,იმის ახსნა თუ რამხელა სიყვარულსა და სიამაყეს ვგრძნობ ამ მაისურის ჩაცმით, შეუძლებელია. ღმერთს რომ მოეცა შანსი, ამერჩია ქვეყანა, სადაც დავიბადებოდი, ბრაზილია იქნებოდა. ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფრისთვის მიმიღწევია. დღეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა… და კვლავ მსოფლიო ჩემპიონატზე. დიახ, ტრავმა მაქვს, მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული […]
მუნდიალი 2022 | ნეიმარი ტრავმის გამო ჯუგუფურ ეტაპზე ვეღარ ითამაშებს
როგორც ჩანს, ნეიმარის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯგუფურ ეტაპზე მის გუნდს ვეღარ დაეხმარება. ბრაზილიას ჯგუფურ ეტპაზე ორი შეხვედრა დარჩა გასამართი. შემდეგი მატჩი მათ შვეიცარიის წინააღმდეგ ელით. ბრაზილია ბოლო შეხვედრას, ჯგუფურ ეტაპზე, კამერუნის წინააღმდეგ, 2 დეკემბერს გამართავს. სერბეთთან შეხვედრის შემდეგ, ტიტემ განცადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ნეიმარი კარგად […]
მუნდიალი 2022 | ბრაზილიის ექიმის კომენტარი ნეიმარის ტრავმაზე
მიუხედავად ბრაზილიის დამაჯერებელი გამარჯვებისა, სერბეთის წინააღმდეგ, “პენტაკოენესთვის” გუშინდელი დღე მაინც მძიმე აღმოჩნდა. 79-ე წუთზე, მილენკოვიჩის ვარდნის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელთა ლიდერმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გულშემატკივარი დააიმედა, რომ ნეიმარი მსოფლიოზე ასპარეზობას გააგრძელებს. ბრაზილიის ნაკრების ექიმის როდრიგო ლასმარის თქმით, ნეიმარს ტერფზე რენტგენს გადაუღებენ. “ჩვენ გვჭირდება 24-48 საათი, რომ უკეთ გავერკვეთ ტრავმის […]
მუნდიალი 2022 | ნეიმარმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა
დღეს მუნდიალზე მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელიც ბრაზილია სერბეთის დაპირისპირებით დაიხურა. აღნიშნული მატჩი სამხრეთ ამერიკელებმა რიშარლისონის დუბლით მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიამ მატჩი მარტივად მოიგო, შეხვედრას დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია. 79-ე წუთზე ნეიმარმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ბრაზილიელი შემტევის ტრავმა მძიმეა. მისი ემოციებიდან გამომდინარეც აშკარად ჩანდა, […]
მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე
20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი, რის გამოც 1 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით მილიონი ადამიანის ცხოვრების რიტმი შეიცვლება. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ყატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 […]
მუნდიალი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრების განაცხადი!
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეო მესიმ შესაძლოა მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყაროს ბრაზილია და გერმანია მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდის დამყარებასთან ახლოს არიან კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც გოლს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი. მუნდიალზე მონაწილე 32 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადი დაასახელა. ეროვნული ნაკრებების შემადგენლობების […]
,,შუაში ნეიმარი უნდა იჯდეს” – რიშარლისონმა ფრედს ადგილი შეაცვლევინა | VIDEO
ნეიმარი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იქნება”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა: ,,ტურნირისთვის კარგად უნდა მოემზადო, 100%-ით მზად უნდა იყო, როგორც ფიზიკურად, ასევე – მორალურად. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი ჩვეულებრივზე უკეთ მიდის, რადგან სეზონის შუა რიცხვებში ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში არიან. მოთამაშეები სეზონის ბოლოს, როგორც წესი, უფრო დაღლილები არიან, ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იქნება,” […]