UEFA | ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილს იკავებს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 29 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და ისეთ სახელოვან ვარსკვლავებს უსწრებს, როგორიცაა: ნეიმარი და იანიკ კარასკო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე […]
,,ასე გააგრძელე და არაფერი შეცვალო!” – ნეიმარმა ანტონი გაამხნევა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” შემტევმა, ნეიმარმა, ანტონის ,,შერიფთან” მატჩში გაკეთებული ცრუ მოძრაობის შემდეგ მიღებული კრიტიკის გამო, მხარი დაუჭირა: ,,ასე გააგრძელე და არაფერი შეცვალო! წინ, მეგობარო! იყავი გაბედული და მხიარული,” – დაწერა ბრაზილიელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე. ,,იუნაიტედის” გარემარბმა ,,შერიფთან” შეხვედრაში ბურთი გააჩერა და ორჯერ დატრიალდა, რის გამოც არაერთი ყოფილი ფეხბურთელისგან კრიტიკა დაიმსახურა. პოლ […]
მესის გარეშე – ინიესტამ დაასახელა 5 ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში ყველაზე მეტად მოსწონდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად ,,ვისელ კობეში” თამაშობს, დაასახელა 5 ფეხბურთელი, რომლებთან ერთად თამაშიც ყველაზე მეტად მოსწონდა: ,,ხუთი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებდა ხავი, ნეიმარი, ეტო’ო, ბუსკეტსი და რიკელმე არიან. რიკელმესთან კონტაქტი შევინარჩუნე. მასთან ერთად გასახდელში ყოფნა, მისი ვარჯიშებისა და თამაშის ყურება განსაკუთრებული იყო,” – […]
ლეო მესის მასტერკლასი | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მაკაბის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:2 დასრულდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პარიზელები მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდნენ – მთავარ ინტრიგას შემტევი ტრიოს სტატისტიკა წარმოადგენდა. “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა სამეულმა მართლაც, რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. ლეო მესისა და კილიან მბაპეს ანგარიშზე 2-2 გატანილი გოლი და ამდენივე […]
ნეიმარი: ,,ჩემი გაფორმებით რეალიც ინტერესდებოდა, მაგრამ ბარსელონაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ 2013 წელს მისი გადაბირებით, ,,ბარსელონას” გარდა, მადრიდის ,,რეალიც” ინტერესდებოდა: ,,სხვა გუნდის ინტერესების შესახებ ვიცოდი, მაგრამ ,,ბარსელონაში” გადასვლა ჩემი ოცნება იყო. 2013 წელს გადავწყვიტე, ,,სანტოსი” დამეტოვებინა” და ,,ბარსაში” გადავსულიყავი. ბევრი ვარიანტი მქონდა, თუმცა კატალონიურ გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ბოლო მომენტში ,,ბარსელონასა” და ,,რეალს” შორის არჩევანის […]
ნეიმარს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება | სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო
ბრაზილიური საინვესტიციო ფირმა DIS ნეიმარისა და “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის სანდრო როსელის დასჯას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდა, საქმეში ფიგურირებენ ნეიმარის მშობლები, ხოსეპ მარია ბართომეუ, ბრაზილიური კლუბი “სანტოსი” და გუნდის ყოფილი პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი. DIS ბრალდებულებს ორ საკითხში ადანაშაულებს. პირველი – სავარაუდო კორუფცია კერძო პირებს შორის და მეორე – თაღლითობა, […]
რონალდო: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი ზეწოლა ნეიმარზე იქნება”
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო მიიჩნევს, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე დიდი პასუხისმგებლობა ნეიმარს ეკისრება: ,,ვფიქრობ, ყველაზე დიდი ზეწოლა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნეიმარზე იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდი ახლა უფრო დაბალანსებულია, ვიდრე წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე იყო. ნეიმარს ძლიერი ფეხბურთელები დაეხმარებიან, მაგრამ ახლა მას კარიერაში თავადაც კარგი მომენტი აქვს,” – რონალდოს სიტყვებს L’Equipe ციტირებს. […]
Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა
ჟურნალმა Forbes-მა 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა. ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ პირველობა დათმეს (2013 წელს სიას დევიდ ბექჰემი ლიდერობდა) და ახლა ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშედ ,,პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი – კილიან მბაპე ითვლება. 23 წლის ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 128 მილიონი დოლარია (110 მილიონი ფეხბურთიდან, […]
20 ფეხბურთელი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა
გთავაზობთ 20 ფეხბურთელს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდნენ – ზოგი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, ზოგმა კი კარიერა უკვე დაასრულა. 20. ადრიანო (ბრაზილია) რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს არის იგივე ადრიანო, რომელიც ოდესღაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თავდამსხმელი იყო, სანამ შეუსაბამობები და პირადი პრობლემები დაასრულებდა მის კარიერას. სანამ ადრიანო “პარმასა” და “ინტერის” ფორმას […]
ტიტე: “ტუნისელები ნეიმარს ამტვრევდნენ, რადგან მას მსოფლიოზე არ ეთამაშა…”
ბრაზილიის მთავარმა მწვრთნელმა – ტიტემ, ტუნისელი მცველი – დილან ბრონი დაადანაშაულა იმაში, რომ ტუნისელი ფეხბურთელი განზრახ ცდილობდა ნეიმარისთის სერიოზული ტრავმა მიეყენებინა და მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ეთამაშა. “პსჟ”-ს სტადიონ “პარკ დე პრენსზე” გამართულ ცეცხლოვან მატჩში “სელესაომ” ჩრდილოეთ აფრიკელ მეტოქეს 5-1 მოუგო, თუმცა ყურადღება თამაშის მიღმა მომხდარმა ინციდენტებმა მიიპყრო. 41 წუთზე, როდესაც ბრაზილია უკვე კომფორტულად 4-1 […]
კაკა: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი იქნება”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაკამ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ,,სელესაოს” პოტენციურ ლიდერზე ისაუბრა: ,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი იქნება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორიც ვინისიუსია. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარი მთავარი გმირი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვინი, რაფინია, რიშარლისონი და ანტონი გვყავს. ისინი უკვე ახალბედა ფეხბურთელებად არ ითვლებიან, რადგან […]