მესის გარეშე – ინიესტამ დაასახელა 5 ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში ყველაზე მეტად მოსწონდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად ,,ვისელ კობეში” თამაშობს, დაასახელა 5 ფეხბურთელი, რომლებთან ერთად თამაშიც ყველაზე მეტად მოსწონდა: ,,ხუთი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებდა ხავი, ნეიმარი, ეტო’ო, ბუსკეტსი და რიკელმე არიან. რიკელმესთან კონტაქტი შევინარჩუნე. მასთან ერთად გასახდელში ყოფნა, მისი ვარჯიშებისა და თამაშის ყურება განსაკუთრებული იყო,” – […]
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Goal.com-ი, ჯეიდონ სანჩოს იმედგაცრუებად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია. Goal.com-ის ვრცელ სტატიაში საუბარია იმ შემტევებზე, რომელთა დამატების შემთხვევაში, “წითელი ეშმაკები” ჯეიდონ სანჩოს პრობლემას მოაგვარებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ რედაქცია ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება […]
ნეიმარმა “ლივერპულს” მეორე გოლი გაუტანა (ვიდეო)
ნეიმარის რეაქცია პსჟ-ის გოლებზე მანჩესტერის წინააღმდეგ (ვიდეო)
ნეიმარის მამის მორიგი უღირსი საქციელი
ნეიმარი და მისი ოჯახის წევრები მორიგ უსიამოვნებაში გაეხვნენ. ანტიგმირად კვლავ ნეიმარის მამა მოგვევლინა, რომელმაც უღირსი საქციელი აეროპორტში ჩაიდინა. ყატართან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, ნეიმარმა “სელესაოს” ბანაკი დატოვა და მამასთან ერთად სახლში გაემგზავრა. ინციდენტი ბრაზილიის აეროპორტში მოხდა. Reuters-ის ფოტოგრაფმა, ტრავმირებული ნეიმარისათვის ფოტოების გადაღება სცადა, რა დროსაც ნეიმარის მამა მას თავს დაესხა, ფოტოაპარატი წაართვა და ძირს დაანარცხა. […]
ნეიმარი: “მესი პროტაგონისტია, გუნდი მის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს”
ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მესის შესახებ ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ნეიმარმა იმ პრივილეგიებს გაუსვა ხაზი, რომლითაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები საკუთარ კლუბებში სარგებლობენ. ნეიმარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მაღალი დონის ათლეტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ განიხილება განსხვავებულ მოპყრობას იმსახურებს. “მესი პროტაგონისტია. ის მთავარი პერსონაჟია და გუნდი ყოველთვის ასრულებს მის მითითებებს”, – აღნიშნა ნეიმარმა.
ნეიმარმა პსჟ დააწინაურა (ვიდეო)
როგორი იქნებოდნენ თანამედროვე ვარსკვლავები 70-იან წლებში (ფოტო)
1970 წელს, მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნიდან 50 წელი შესრულდა. FIFA-მ ტურნირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს გარეგნობა შეუცვალა და მათი კარიკატურები 70-იანი წლების სტილის მიხედვით გამოაქვეყნა. ხსენებული ტურნირის ფინალში ბრაზილიამ იტალიის ნაკრები 4:1 დაამარცხა, მესამე ადგილი კი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც ურუგვაის მინიმალური სხვაობით აჯობა (1:0). ასეთები იქნებოდნენ ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი […]
მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ – ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული
1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის “ბაიერნმა” დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. […]
11 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 10/10 შეფასება დაიმსახურა
თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” წინააღმდეგ ბენეფისი ჰქონდა – ახალგაზრდა ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ თავის გუნდს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. 22 წლის თავდამსხმელის დიდებული თამაში რეიტინგულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 9 ქულით შეაფასა, რაც არც ისე ხშირია, თუმცა კიდევ უფრო იშვიათია სრულფასოვანი […]
მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია | პსჟ-ს კოლოსალური გადასახადები
“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეული – ლეო მესი, პარიზული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გადახდის შემდეგ, ლეო მესი ყოველწლიურად €35 მილიონს მიიღებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის პარიზულ გრანდში გადასვლამდე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსით ნეიმარი სარგებლობდა. “პსჟ”-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ყოველწლიურად €30 მილიონს იღებს – მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს, რომელიც €24 მილიონს გამოიმუშავებს. 🚨💰 | NEW: PSG’s […]
ნეიმარის ეფექტური მოძრაობა და ულამაზესი გოლი | VIDEO
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში, “პსჟ”-მ “ლორიენი” 5:1 გაანადგურა. მასპინძელი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ნეიმარმა შეიტანა, რომელმაც გულშემატკივრები ბრწყინვალე მოძრაობითა და შესანიშნავი გოლით აღაფრთოვანა. “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი – ნეიმარი ძველ სათამაშო ფორმას უბრუნდება. “ლორიენის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ნეიმარმა ეფექტური მოძრაობით მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და პარიზელთა შეტევა წამოიწყო, რომელიც გოლით […]