ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი სახლის ეზოში ხელოვნური ტბის უნებართვოდ მოწყობა გახდა. ფეხბურთელს შინ რამდენიმე გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვია, რომლებმაც ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. ნეიმარს ყველაფრის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მისცეს, თუმცა, “პსჟ-ს” შემტევმა პრობლემის მოსაგვარებლად თავი არ შეიწუხა და სოციალურ ქსელში წვეულების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ამ ტბაზე იყო გამართული. […]
პსჟ 4:1 რეიმსი
რობერტო ფირმინომ მარსელო და ნეიმარი დაამარცხა
“ლივერპულის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რობერტო ფირმინომ მორიგი აღიარება მოიპოვა. ფირმინო “Samba Gold award” 2018-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჯილდო ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელებს გადაეცემათ. “Samba Gold award” 2018-ის მთავარი პრეტენდენტები რობერტო ფირმინო, მარსელო და ნეიმარი იყვნენ. ჟურნალისტების, ცნობილი ადამიანებისა და გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების თანახმად – ტიტულის მფლობელი რობერტო ფირმინო გახდა.
ნეიმარი: “მბაპე უკვე ფენომენალურია”
“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი მიიჩნევს რომ მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ნეიმარის აზრით, მბაპე საკმაოდ ნიჭიერი ვარსკვლავია, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. “ამ დროისათვის, პირადად ჩემთვის, მბაპე უკვე ფენომენალურია. მას შეუძლია ჰქონდეს წარმოუდგენელი კარიერა და გახდეს კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე დღესაა. ეჭვიც არ მეპარება რომ მბაპე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი […]
ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენის” ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს
ფრანგული L`Equipe-ის თანახმად, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენს” ჩინეთში წინასასეზონო ტურნეზე კი გაჰყვა, თუმცა ბრაზილიელი ვარკსვლავი ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ ნეიმარი საფრანგეთის სუპერთასის მატჩსაც გამოტოვებს – პარიზელები 3 აგვისტოს “რენს” დაუპირისპირდებიან. სავარაუდოა, რომ ნეიმარი მოედანს 11 აგვისტოს დაუბრუნდება, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატი აიღებს სტარტს – ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი ბრაზილიელი კვლავ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში […]
პარედესმა ნეიმარი შეაშინა (ვიდეო)
“პარი სენ-ჟერმენის” გასახდელი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადგილია. აქ თავს სხვადასხვა ეროვნებისა და კონტინენტის წარმომადგენელი ფეხბურთელები იყრიან და ერთმანეთს ხშირად სახალისო ოინებს უწყობენ. დანი ალვეშის, ტიაგო სილვას, ანხელ დი მარიას და კილიან მბაპეს ცნობილი ეპიზოდების შემდეგ, თავი ამჯერად გუნდის ახალწვეულმა ლეანდრო პარედესმა გამოიჩინა. არგენტინელი ნახევარმცველის “მსხვერპლი” ნეიმარი გახდა. ბრაზილიელმა პირადი ნივთების განყოფილებაში ხელოვნური გველი […]
ტოპ 10 ყველაზე მეტი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი 2006 წლის შემდეგ
მსოფლიო ფეხბურთში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი არსებობს. თითოეულ მათგანს რაღაც 1 კონკრეტული გამოარჩევს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელის სიას, რომლებსაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ზუსტი დრიბლინგი აქვთ შესრულებული. 1. ლიონელ მესი – 1880 დრიბლინგი 2. ედენ აზარი – 1220 დრიბლინგი 3. ფრენკ რიბერი – 939 დრიბლინგი 4. სერხიო აგუერო – 832 დრიბლინგი 5. კრიშტიანუ […]
“whoscored” – ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო თერთმეტეული
ცნობილმა სპორტულმა გამოცემა “whoscored-მა” შეფასებების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი დაასახელა. მეკარე – ენტონი ლოპესი 7.79 (ლიონი) მარჯვენა მცველი – ჯოშუა კიმიხი 9.52 (ბაიერნი) ცენტრალური მცველი – უპამეკანო 8.04 (ლაიპციგი) ცენტრალური მცველი – მარკალი 7.25 (ლიონი) მარცხენა მცველი – ალფონსო დეივისი 8.32 (ბაიერნი) ცენტრალური ნახევარმცველი – ლეონ გორეცკა 8.28 (ბაიერნი) ჩამშლელი ნახევარმცველი – მარკინიოსი […]
პოჩეტინო: “მესი? დელე ალი? ჩემს გუნდში ნებისმიერი დიდი ფეხბურთელი შეიძლება მოხვდეს”
ფეხბურთთან დიდხნიანი განშორების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო კვლავ საქმეს შეუდგა: “ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი “პარი სენ-ჟერმენის” მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტები დაინტერესდნენ – ვინ იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელსაც პოჩეტინო პარიზულ გუნდში დაიმატებს? “თითოეული გუნდი უნიკალურია. ახლა ტოტენჰემზე საუბრის დრო არ არის, ამ მომენტში, ჩემი გული 100%-ით პარიზშია. რაც შეეხება ახალ ვარკსვლავებს, ამაზე სხვა დროს […]
მბაპე Vs ნეიმარი – ფეხბურთელები სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს ავრცელებენ
The Best FIFA: როგორ გადანაწილდა სუპერვარსკვლავების ხმები?
17 იანვარს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის საუკეთესოები დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ხმა ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მთავარმა მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მისცეს. საინტერესოა, ვის მისცეს ხმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა, რომელთა ხმებიც შემდეგნაირად განაწილდა: საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი: ნეიმარი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა კრიშტიანუ რონალდუ: რობერტ ლევანდოვსკი, ნგოლო კანტე, ჟორჟინიო რობერტ ლევანდოვსკი: ჟორჟინიო, ლიონელ მესი, კრიშტიანუ […]
ნეიმარის იდეალური პენალტი ნანტის წინააღმდეგ | VIDEO
საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენი” გახდა. პარიზულმა გრანდმა “ნანტი” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე (4:0) გაანადგურა. გუშინდელ შეხვედრაში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი შეუდარებელი იყო. გარდა დუბლისა, ნეიმარი ნადვილად გამოირჩეოდა მოედანზე. “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ნეიმარმა ბრწყინვალე პენალტი გაიტანა. ბრაზილიელის “ცივსისხლიანი” შესრულების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც, გულშემატკივრებმა ბრაზილიელი ვარსკვლავი პენალტების საუკეთესო შემსრულებლად მოიხსენიეს. NEYMAR BRACE 🤫 […]