,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ, თანაგუნდელზე, ნეიმარზე ისაუბრა: ,,ნეიმართან ვმეგობრობ. ის შესანიშნვი თანაგუნდელია და საფეხბურთო თვისებებით მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში ნამდვილად შედის. მასთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. მეგონა, რომ მას ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა. თუმცა, ჯერჯერობით არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ამ ჯილდოს მოპოვებას შეძლებს,” – ერერას სიტყვებს AS-ი ციტირებს. ნეიმარი ,,პსჟ-ში” 2017 წლიდან თამაშობს. […]