ოფიციალურად: რიკ კარლაილი ინდიანა პეისერსის მთავარი მწვრთნელია
ახალი სეზონიდან “ინდიანა პეისერსის” მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი იქნება. ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე NBA-ში უკვე მესამე სპეციალისტთან იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, გუნდმა ნეიტ ბიორკგრენი გაათავისუფლა, ხოლო მანამდე ნეიტ მაკმილანი დაითხოვა. რაც შეეხება კარლაილს, ის 2008 წლიდან “დალას მავერიქსში” მუშაობდა. 61 წლის მწვრთნელმა გუნდი საკუთარი სურვილით მას შემდეგ დატოვა, რაც “დალასიდან” გენერალური მენეჯერი წავიდა. […]
ინდიანამ ბიორკგრენი გაათავისუფლა – ბითაძის ახალი მწვრთნელი უცნობია
“ინდიანა პეისერსმა” ნეიტ ბიორკგრენი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის გუნდისთვის გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა. “ინდიანამ” პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა, ხოლო ბიორკგრენსა და მის სამწვრთნელო შტაბს მოთამაშეებთან ((მათ შორის ბითაძეს) უთანხმოება ხშირად ჰქონდათ. “პეისერსი” ამჟამად მწვრთნელის გარეშეა, ხოლო მედიაში იწერება, რომ გუნდს “პორტლენდის” ყოფილი თავკაცი, ტერი სტოტსი ჩაიბარებს. The […]
ინდიანას მთავარი მწვრთნელი: “გოგასა და ასისტენტს დამატებით გავესაუბრები”
დღეს, გამთენიისას, “ინდიანა პეისერსის” თამაშის დროს გოგა ბითაძესა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გრეგ ფოსტერს შორის უთანხმოება მოხდა. ქართველმა კალათბურთელმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ მწვრთნელს შემდეგი სიტყვები მიაძახა: “sit the f*** down!”, რის შემდეგაც ფოსტერი ბითაძისკენ გაიწია. მხარეები თანაგუნდელებმა გააშველეს. “ინდიანას” მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკგრენმა აღნიშნული ეპიზოდის შესახებ კომენტარი გააკეთა: “მომხდარის შესახებ ორივეს ვესაუბრე და დამატებით […]
მომენტი, რის გამოც მწვრთნელის ასისტენტმა გოგას უსაყვედურა (ვიდეო)
“ინდიანა პეისერსი” დღეს, გამთენიისას, “საკრამენტო კინგსთან” 93:104 დამარცხდა. დაპირისპირების მე-3 მეოთხედში გოგა ბითაძესა და “ინდიანას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტს შორის შელაპარაკება მოხდა. ქართველმა ცენტრმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, გრეგ ფოსტერს ემოციურად მიმართა: “sit the f*** down!.” ფოსტერი გოგასკენ გაიწია კიდეც, თუმცა მხარეები გუნდის კალათბურთელებმა დაამშვიდეს. როგორც გაირკვა, ნეიტ ბიორკგრენის დამხმარემ 21 წლის ქართველ კალათბურთელს შენიშვნა დაცვაში ცუდი […]
შანსი ბითაძეს? ტერნერით არაერთი გუნდი დაინტერესდა
ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მაილს ტერნერით NBA-ის რამდენიმე გუნდი ინტერესდება. “ინდიანა პეისერსის” 24 წლის ცენტრის გაცვლის სურვილი “ლეიკერსმა”, “ნიქსმა”, “ნიუ ორლეანსმა” და “კლიპერსმა” გამოთქვეს. როგორც მოგეხსენებათ, ტერნერი გოგა ბითაძის მთავარი კონკურენტია. სწორედ მაილსი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ეძლევა ახალგაზრდა ქართველს დიდი სათამაშო დრო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ […]
“გოგა იზრდება, ის ჭკვიანი მოთამაშეა” – Forbes-ის სტატია ქართველ ცენტრზე
საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრს გოგა ბითაძეს Forbes-მა სტატია მიუძღვნა. 21 წლის კალათბურთელის ამერიკული კარიერის მიმოხილვის დროს ჟურნალისტი ბევრ საინტერესო თემას შეეხო. როდესაც “ინდიანას” მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენის გოგას შესახებ საუბრობს, ის ბევრჯერ იყენებს ამ ფრაზას: “ვფიქრობ, რომ მას კარგი ვერტიკალი აქვს.” – ამით ამერიკელი სპეციალისტი ბითაძის დაცვას აქებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ […]