ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში გამართული მერსისაიდული დერბის შემდეგ, “ევერტონის” მეკარე ჯორდან პიკფორდს მშვიდი ცხოვრება დაერღვა. ბრიტანული მედიიდან ცნობილი ხდება, რომ “ლივერპულის” ცენტრალურ მცველ ვრჯილ ვან დაიკთან შეჯახების შემდეგ, რის გამოც, ნიდერლანდელმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს, ინგლისის ნაკრების გოლკიპერს გულშემატკივრებმა ნამდვილი ბულინგი მოუწყვეს. “კანფეტების” 26 წლის კარის დარაჯს “სქაუზერებმა“, სოციალურ ქსელში იმდენი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი […]