მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. როგორც აპრილში იყო გადაწყვეტილი, ,,ნარინჯისფრების” ახალ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა. 59 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2018-2020 წლებშიც წვრთნიდა, ბოლოს კი კატალონიის ,,ბარსელონაში” მუშაობდა. რაც შეეხება ვან გაალს, მან ნიდერლანდები მესამედ გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ნაკრები გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში […]