ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მომავალი სეზონიდან ქალ ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ, მამაკაცთა გუნდებში იასპარეზონ. შერეული ფეხბურთი ნიდერლანდებში 1986 წლიდან არსებობს – 12-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ, ერთად ან ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ. 1995 წელს, მათ ამის შესაძლებლობა B კატეგორიის კლუბებში ჰქონდათ, 1 წლის შემდეგ კი A კატეგორიის ახალგაზრდულ გუნდებზეც გავრცელდა. ახლა კი, გოგონებს უფლება მიეცემათ, A კატეგორიის […]