ნიდერლანდების რაგბის კავშირი | საქართველოში თბილ დახვედრას ველით
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. “ბორჯღალოსნებისა” და “ნარინჯისფერების” დაპირისპირება, 26 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება. ისტორიაში პირველად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩს თელავი უმასპინძლებს. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე “კავკასიონი არენაზე” გულშემატკივართა მხოლოდ 30% დაიშვება. ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში მარტყოფში ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნიდერლანდებთან ბორჯღალოსნები | კაპიტნის ვარჯიში კავკასიონი არენაზე […]
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ბილეთების ნახევარი გაიყიდება დღეიდან ონლაინ: WWW.TKT.GE/RUGBY ხოლო ბილეთების მეორე ნაწილი გაიყიდება თელავში (ფიზიკურ სალაროში). თელავში ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ. […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნები ნიდერლანდების წინააღმდეგ დაირაზმნენ | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. პირველ ტურში, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთელმა – ლევან მაისაშვილმა, ნიდერლანდების წინააღმდეგ “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთები თელავის თეატრის სალაროში
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ფიზიკური ბილეთები 8 ივნისიდან თელავის თეატრის სალაროში გაიყიდება. სალარო მუშაობს ყოველდღე 12 საათიდან 15 საათამდე (ონლაინ ბილეთები უკვე გაიყიდა). შეგახსენებთ, რომ […]
ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნიდერლანდებთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) დასკვნითი შეხვედრა 26 ივნისს, 17 საათზე თელავში, “კავკასიონი არენაზე” გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბორჯღალოსნები კახეთის რეგიონში ითამაშებენ. ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია. პირველი შეხვედრა შორეულ 1995 წელს […]
ბორჯღალოსნები | კაპიტნის ვარჯიში კავკასიონი არენაზე
ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა “კავკასიონი არენაზე” კაპიტნის ვარჯიში გამართეს. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა (საქართველოსთვის) თელავში 17 საათზე დაიწყება. კაპიტნის ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს. ლევან მაისაშვილი: “ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და […]
ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში მარტყოფში
თელავში, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა მარტყოფში ღია ვარჯიში გამართეს და მისი დასრულების შემდეგ, ტრადიციულად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ორმხრივი თამაშით დასრულდა. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ, გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონ “ბოკესთან” 2 და 9 ივლისს ორ თამაშს გამართავს, 17 ივლისს კი თბილისში […]
რაგბი ევროპა | შემადგენლობა 2022 წლის პირველი ორი თამაშისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას “მესხზე”, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ამ თამაშებისთვის ხუთი დებიუტანტი მოემზადება და სამი მათგანი შერკინების მოთამაშეა, ორი კი ხაზის. ესენი არიან “ენისეის” ფრთა დავით მესხი, რომელიც ბორჯღალოსნებში ზაფხულშიც იყო გამოძახებული, “ბიარიცის” ბურჯი […]
ეს კვირა შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ – გელა აფრასიძე
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული დრამატული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 25:25 დასრულდა. სენსაციური მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” ჰავბეკი – გელა აფრასიძე აღნიშნავს, რომ პორტუგალიასთან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში აფრასიძე აღნიშნავს, […]