Swiss Football Data – მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია?!
გავლენიანმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გამოავლინა. დაახლოებით 3500 მატჩის შედეგის სიმულაციით, Swiss Football Data-მ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაასახელა. კალკულაციის შედეგად, ნიდერლანდებს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი 15,2% აღმოაჩნდა. ნიდერლანდებთან ერთად, პირველ ხუთეულში ბელგია (14,6%), არგენტინა (12,4%), საფრანგეთი (9,0%) და ბრაზილია (8,7%) შევიდნენ. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ. შეგახსენებთ, 2022 […]
არგენტინა – ნიდერლანდების მატჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა
2022 წლის მუნდიალის 1/4-ფინალში საოცარი მატჩი შედგა. არგენტინის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში შეძლო ნიდერლანდების ნაკრების დამარცხება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება. არგენტინელები მატჩის 83-ე წუთზე ლეო მესისა და მოლინას გოლებით მეტოქეს 2:0 ამარცხებდნენ, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ვეგჰორსტმა, მატჩის 83-ე წუთზე 2:1 გახადა, 101-ე წუთზე კი ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანებში გაიმარჯვეს და […]
ბერგკამპის ფენომენალური გოლი არგენტინის კარში | VIDEO
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. მუნდიალის 1/4-ფინალურ ეტაპზე საინტერესო წყვილების დაპირისპირებას ვიხილავთ. ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის შედგება. უპრინციპულესი მატჩი 11 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება. ევროპული და სამხრეთ ამერიკული ტიტანების დაპირისპირების გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, გავიხსენოთ დენის ბერგკამპის ფენომენალური გოლი, რომელიც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არგენტინას 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ […]
დენზელ დუმფრისი | ევრო 2020-ის აღმოჩენა
ვინც ევრო 2020-ზე ნიდერლანდების სასტარტო ორ მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა (როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში), დენზელ დუმფრისი იყო – ენერგიული მარჯვენა მცველი, რომელმაც ორი მატჩში გოლი გაიტანა და დავიდ ალაბას 11-მეტრიანიც გამოსტყუა. დუმფრისის პროგრესი აშკარად თვალშისაცემია – 18 წლის ასაკში, იგი სამოყვარულო ფეხბურთს თამაშობდა და “ბარენდრეხტის” ღირსებას იცავდა. შედარებისთვის, მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, […]
ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ, სხივურმა თერაპიამ წარმატებით ჩაიარა. 3 აპრილს, 70 წლის სპეციალისტმა, მძიმე დიაგნოზის შესახებ სატელევიზიო ეთერში საჯაროდ ისაუბრა. RTP is a term you will https://clanchronicles.com/big-m-casino-myrtle-beach-south-carolina/ definitely come across when playing online slot games. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, […]
ვან დაიკი: “მანეს გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ღარიბი იქნება”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – ვირჯილ ვან დაიკმა, მისი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, სენეგალელი – სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა. მიუხედავად, იმისა, რომ ნიდერლანდების ნაკრები სადიო მანეს გარეშე დარჩენილ კიდევ უფრო სუსტ სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ვან დაიკი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მუნდიალი სადიო მანეს გარეშე კიდევ უფრო “ღარიბი” იქნება. “ძალიან ვწუხვარ, რომ სადიო გამოტოვებს ჩვენს […]
მემფის დეპაი: “მზად ვარ, თუმცა დიდი ალბათობით პირველ თამაშს არ ვითამაშებ…”
“ბარსელონასა” და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდმა – მემფის დეპაიმ, 2-თვიანი ტრავმის შემდეგ 2022 წლის მუნდიალისთვის პირველად ივარჯიშა. მემფის დეპაის 2 თვის განმავლობაში არ უთამაშია, რადგან მას ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით წავიდა და ლუის ვან გაალმა, 28 წლის თავდამსხმელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა მისცა. “ვარჯიშმა ძალიან […]
2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. იგი ლუის ვან გაალს ჩაანაცვლებს, რომელსაც პროსტატის კიბო დაუდგინდა. კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა. მან დიკ ადვოკაატი ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი 2019 წლის ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ევრო […]
მუნდიალი 2022 | არგენტინასთან არ წაგების შემთხვევაში, ვან გაალი რეკორდსმენი გახდება
დღეს მორიგი 1/4-ფინალური შეხვედრა იმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინა და ნიდერლანდები უპირისპირდებიან. ძნელია ამ შეხვედრაში წინასწარ პროგნოზების გაკეთება, თუმცა, საინტერესოა, რომ ლუი ვან გაალს ამ შეხვედრსი არ წაგების შემთხვევაში ახალი რეკორდის დამყარება შუძლია. იმ შემთხვევაში თუ, ნიდერლანდების ნაკრები ძირითად დროში არ დამარცხდება, ეს იქნება ვან გაალის მე-12 წაუგებელი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. ნიდერლანდელი სპეციალისტის ანგარიშზე 8 მოგება […]
მუნდიალი 2022 | ვალენსიას გოლი ნიდერლანდების კარში | VIDEO
მუნდიალი 2022 | მე-14 სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე […]
მუნდიალი 2022 | მე-2 დღის მიმოხილვა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ინგლისი Vs. ირანის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრამ ყურადღება პირველი წამიდან მიიპყრო: ფეხბურთელებმა და მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ეს მასშტაბური და დიდი გზავნილი იყო. ვიდეოებისა და ფოტოების კოლაჟებმა მსოფლიო მედია მოიცვა. მესიჯი ნათელია: ტოტალიტარულ, მჩაგვრელ და სრულიად რეგრესულ ხელისუფლებასთან ჭიდილში, თითქმის ყველა […]