მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, კორონავირუსი დაუდგინდა, მის მიმართ კრიტიკა არ წყდება. სერბმა ჩოგბურთელმა COVID19-ზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ ადრიატიკის ტურზე დაავადება მის პირად მწვრთნელს, ასევე ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ჩოგბურთელებს – ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს დაუდასტურდათ. ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ინფიცირების შემდეგ, ორგანიზატორებმა ადრეატიკის ტურის გაუქმება […]