ქართველმა სპეციალისტმა, თემურ ქეცბაიამ რამდენიმე თვის წინ დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა, თუმცა, კვიპროსის თასის მოგებული ფინალის შემდეგ, რომელსაც იგი მისთვის ფამაგუსტურ კლუბში უკანასკნელ შეხვედრას განიხილავდა, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. ამის შესახებ, ლარნაკაში ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელშიც “ანორთოსისმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” გიორგი ქვილითაიას მიერ 109-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით (2:1) დაამარცხა, […]