მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაია “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა “აპოლონთან” კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრის ფრედ დასრულების (1:1) შემდეგ ისაუბრა. “იმის მიუხედავად თუ რომელ გუნდს უფრო მეტი ქულა აქვს, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ჩვენ ვითამაშეთ ის, რაც ვიცით. ამ სეზონში ჩვენ ჩემპიონატიდან ევროსაგზურის მოპოვება ვერ მოვახერხეთ […]