საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ, კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა – ამჯერად მან “პაფოსის” კარის აღება შეძლო. კაჭარავას გოლის მიუხედავად, “ანორთოსისმა” გამარჯვება ვერ მოიპოვა და “პაფოსს” სახლში ანგარიშით 2:2 დაუზავდა. 13 მატჩის შედეგად, “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. იხილეთ კაჭარავას გოლი