ნიკა შუშიაშვილის ნოვი ბეოგრადმა სერბეთის ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრი, ნიკა შუშიაშვილი ,,ნოვი ბეოგრადთან” ერთად სერბეთის ჩემპიონი გახდა. ფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდეა, ბელგრადელებმა ,,რადნიჩკი” 2:0 დაამარცხეს და ტიტული პირველად მოიპოვეს. გუშინდელი მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 14:14 დასრულდა, საბოლოოდ კი ,,ნოვი ბეოგრადმა” 17:15 იმარჯვა. ,,ნოვი ბეოგრადი” 2015 წელს დაარსდა და წელს უკვე მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა – გასულ თვეს ნიკა […]
ნიკა შუშიაშვილი ადრიატიკის ლიგის გამარჯვებულია | ნოვი ბეოგრადი პირველ ტიტულს დაეუფლა
“ნოვი ბეოგრადმა”, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი წყალბურთელი, ნიკა შუშიაშვილი ასპარეზობს, ადრიატიკის ლიგა მოიგო. სერბულმა კლუბმა ფინალში “იადრანი” ანგარიშით 14:11 დაამარცხა. ფინალუტი მატჩი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. “ნოვი ბეოგრადი” მეტოქეზე უფრო აგრესიულად თამაშობდა, ქმნიდა მეტ საგოლე შანსებს და მეტოქის კარსაც უფრო მეტჯერ დაემუქრა. თუმცა, ანგარიშის განვითარების მიხედვით, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი […]
LEN Champions League | ვასიჩის და შუშიაშვილის გოლები საუკეთესოთა შორის მოხვდა | VIDEO
LEN Champions League-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, ჩემპიონთა ლიგის A-ჯგუფის მე-9 ტურის 5 საუკეთესო გოლი გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ტურის საუკეთესო გოლებს შორის “დინამო თბილისის” წყალბურთელის – დუშან ვასიჩის მიერ “ნოვი ბეოგრადის” კარში გატანილი გოლიც აღმოჩნდა. მესამე ადგილი კი “ნოვი ბეოგრადის” ქართველი ლეგიონერის – ნიკა შუშიაშვილის გოლმა დაიკავა.
LEN-მა შუშიაშვილის გოლი საუკეთესოთა შორის დაასახელა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური დასრულებულია – ევროპის საუკეთესო გუნდების შერკინების შემდეგ, ევროპის ცურვის ლიგამ (LEN) ტურის საუკეთესო გოლები გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შორის, მეორე პოზიციაზე “დინამო თბილისის” ყოფილი წყალბურთელის, ნიკა შუშიაშვილის გოლი დასახელდა: “ნოვი ბელგრადის” მოთამაშემ “ოლიმპიაკოსს” ეფექტური გოლი გაუტანა და LEN-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. რეიტინგში პირველი პოზიცია გამოცდილმა ნიკშა დობუდმა დაიკავა, რომელმაც შეხვედრის […]