საქართველოს ჩემპიონი ნიკე ტვენტესთან 0:9 დამარცხდა
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “ნიკე” “ტვენტესთან” 0:9 განადგურდა. დაპირისპირება ნიდერლანდებში გაიმართა. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი გოლი მე-13 წუთზე გაუშვეს, პირველ ტაიმში კი გივი კვარაცხელიას გუნდმა კიდევ 4 გოლი მიიღო. საერთო ჯამში “ტვენტემ” “ნიკეს” კარის მიმართულებით 47-ჯერ, კარში კი – 19-ჯერ დაარტყა. საქართველოს ჩემპიონს 90 წუთში არც ერთი მცდელობა არ ჰქონია. ამ მარცხით “ნიკემ” […]
Nike-მა ნიგერიის ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა (ფოტო)
ნიგერიის ეროვნული ნაკრების სათამაშო მაისურის დიზაინი კვლავ იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას. Nike-მა აფრიკელთა ახალი, 2020 წლის ფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ ნიგერიელთა მაისური ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო 2018 წელს, რომელიც მათ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე წარადგინეს.
Nike-ს პირველი ნამუშევარი – როგორი იქნება ლივერპულის საშინაო ფორმა (ფოტო)
“ლივერპულს” New Balance-სთან კონტრაქტი მიმდინარე წლის მაისში ამოეწურება. მერსესაიდულმა კლუბმა სპორტული ტანსაცმელების ამერიკულ ბრენდ Nike-თან 80 მილიონიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სოციალურ ქსელში ინგლისელთა მომდევნო სეზონის საშინაო ფორმა უკვე გავრცელდა – Nike-ის პირველი ნამუშევარი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. 🔎 What's your verdict? pic.twitter.com/KzTx77gTPL — Footy Headlines (@Footy_Headlines) April 15, 2020 Video of the rumoured 20/21 #LFC Nike […]
პრემიერ ლიგამ 2020/21 წლების სეზონის ახალი ბურთი წარადგინა (ფოტოები)
პრემიერ ლიგამ 2020/21 წლების სეზონის ახალი ბურთი წარადგინა. ბურთზე დატანილი იქნება “ნაიკის” დიდი ლოგო. იხილეთ ფოტოები
Nike-მა გრინვუდთან ხელშეკრულება გაწყვიტა
მეისონ გრინვუდისა და Nike-ს თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება – აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის სპიკერმა ოფიციალურად დაადასტურა. გადაწყვეტილება გრინვუდის ირგვლივ მომხდარ საქმეს უკავშირდება – “მანჩესტერ იუნაიტედის” 20 წლის ფეხბურთელი იანვრის ბოლოს მეგობარი გოგონას გაუპატიურებისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, ახალგაზრდა ინგლისელი, გამოძიების დასრულებამდე, ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი ჯერ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დროებით მოკვეთეს, შემდეგ […]