ეტო’ო: ,,ანრი ანელკას დონეზე არ ყოფილა”
კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ომ, ერთმანეთს ორი ფრანგი თავდამსხმელი – ტიერი ანრი და ნიკოლა ანელკა შეადარა: ,,ვფიქრობ, ტიერი ანრი ანელკას დონეზე არ ყოფილა. ტიტი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე სხვა მოთამაშეები მერჩივნა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დონის არ იყო,” – ეტო’ოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს. ეტო’ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ,,რეალში”, ,,ლეგანესში”, […]
ანელკა: ,,ლოგიკურია, რომ მესიმ და რონალდუმ მოუკლეს, ასე ემართება ყველას, ვისაც თამაშის გაგრძელება დიდ ხანს სურს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკოლა ანელკამ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, ორივენი კმაყოფილნი არიან იმით, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწიეს. მესისგან უფრო მიკვირს, ვიდრე რონალდუსგან. მეგონა, რომ ლეო საფრანგეთის ჩემპიონატში გაიბრწყინებდა, კრიშტიანუს კი პრობლემები ექნებოდა, რადგან პრემიერლიგას უფრო რთულ ჩემპიონატად მივიჩნევ. არამგონია, მსოფლიო ფეხბურთში ასეთი დომინანტი მოთამაშეები ისევ იყვნენ. ისინი 15 […]
ნიკოლა ანელკამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ფრანგული სპორტული მედიის თანახმად, ანელკა ფრაგული “ლილის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა. “ლილის” პრეზიდენტის, ჟერარ ლოპესის განცხადებით, ანელკა როგორც მოზარდებთან, ასევე სარეზერვო გუნდთან იმუშავებს. ყოფილმა ფრანგმა ფორვარდმა საფეხბურთო კარიერა 2015 წელს დაასრულა. მან ევროპის არაერთ გრანდში, მათ შორის “პსჟ-ში,” “არსენალში,” “რეალში,” “ლივერპულში,” “სიტიში,” “იუვენტუსსა” და “ჩელსიში” ითამაშა. […]