ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 45 პოზიციით დაქვეითდა
როლან გაროსის დასრულების შემდეგ, ATP-იმ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 45 პოზიციით დაქვეითდა და ახლა იგი მსოფლიოს 263-ე ჩოგბურთელია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბასილაშვილი შტუტგარტის შეჯიბრსაც გამოტოვებს, სადაც 45 ქულა ჰქონდა დასაცავი, თუმცა მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო შეჯიბრს გამოტოვებს, რის გამოც 45 ქულას დაკარგავს და ლაივ […]
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
საქართველოს #1 ჩოგბურთელმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოპერაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “მეორე ოპერაცია დასრულებულია და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ…” შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მარჯვენა ხელი რამდენიმე წელია აწუხებს, რის გამოც მისთვის საყვარელ და კომფორტულ ჩოგბურთს ვერ თამაშობდა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება კორტ ქართველი ჩოგბურთელი, თუმცა სამწუხაროა ის […]
ზედიზედ მე-8 მარცხი – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მერვედ დამარცხდა და როლან გაროსს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ – ჯულიო ზეპიერთან 2 სეტიან ბრძოლაში, ზუსტად 1 საათში 6:4 6:1 დამარცხდა და როლან გაროსს გამოეთიშა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო გამარჯვება 18 თებერვალს, დოჰას ტურნირზე მოიპოვა, მას შემდეგ კი ზედიზედ 8 მატჩია მარცხდება.
ბასილაშვილი იტალიაში პირველივე რაუნდში დამარცხდა
საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა. კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე ნიკოლოზის მეტოქე, ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი, იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 სეტიან დაპირისპირებაში 6:4; 6:3 დამარცხდა და შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. თანასი კოკინაკისი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც იტალიელებს შორის – ჩეკინატოსა და პასაროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლოს […]
ბასილაშვილი კორტს უბრუნდება – ქართველი იტალიაში იასპარეზებს
საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტს უბრუნდება და იტალიაში, კერძოდ კი კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, ძალიან გამოცდილი ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, იტალიელებს – მარკო ჩეკინატოსა და ფრანჩესკო პასაროს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 27 წლის ავსტრალიელ კოკინაკისსა და 31 […]
ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს გამოეთიშა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “ინდიან უელსის მასტერსი” ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარუმატებელი გამოდგა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი “ინდიან უელსს” პირველივე წრეში გამოეთიშა. 1/64-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 66-ე პოზიციაზე მყოფ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7:5,6:3) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე გეიმში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიქის შესრულება შეძლო და დაწინაურდა, თუმცა არგენტინელმა მატჩის […]
წლის პირველი მასტერსი – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2023 წლის პირველი მასტერსისთვის ემზადება. ბასილაშვილი ინდიან უელსზე ასპარეზობას 1/64-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მას არგენტინელი მეტოქე – პედრო კაჩინი ეყოლება. ბასილაშვილი კაჩინს კარიერაში პირველად შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი – ალექსანდრ ზვერევი იქნება. ბასილაშვილისა და კაჩინის მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული. […]
ჯოკოვიჩი აშშ-ში არ დაუშვეს – მას ბასილაშვილი ჩაანაცვლებს
მსოფლიოს პირველი ნომერი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, აშშ-ს ჩოგბურთის ფედერაციამ და აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში არ დაუშვა და დიდი სლემების 22-გზის ჩემპიონს ოფიციალურად მოუწია ინდიან უელსის ტურნირის გამოტოვება, იგი ასევე მაიამის მასტერსს გამოტოვებს. შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, ჯოკოვიჩის არ დაშვების მიზეზი Covid 19-ის ვაქცინაზე უარის თქმაა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სერბმა სპორტსმენმა, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგოდ არავაქცინირებული იყო, გასულ თვეში […]
ბასილაშვილმა ტურნირი ვერ დაიცვა – ნიკა პირველივე ეტაპზე დამარცხდა
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის პირველივე ეტაპიდან გამოვარდა და ტურნირი ვერ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022 წელს დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა და მან ფინალში, ესპანელი – ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. 2023 წლის დოჰას შეჯიბრზე კი ნიკოლოზმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რადგან მას შეჯიბრის ორგანიზატორებმა “უაილდ ქარდი” არ მისცეს. საქართველოს #1-მა […]
ბასილაშვილი ABN AMRO Open-ს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა
ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ მეტოქესთან, კონსტანტ ლესტიენთან (48) ორ სეტში, ანგარიშით 5:7, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი ლესტიენს რამდენიმე დღის წინ, 7 თებერვალს, მონპელიეშიც შეხვდა, თუმცა, ის მატჩი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა (6:7, 7:5, 6:2). როტერდამის ტურნირზე პირველ […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 87-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე, მაქს ჰოუკსი (328) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. შედეგად, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც კონსტანტ ლესტიენს (48) ან მაქსიმილიან მარტერერს (149) შეხვდება. როტერდამის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე […]
მონპელიეს ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე (Open Sud de France) ასპარეზობას ხვალ 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე კონსტანტ ლესტიენი (52) იქნება. ბასილაშვილი ლესტიენს 2015 წელს თურქეთში შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა. მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი 1/8-ფინალში გრეგუარ ბარერს ან ალექსანდრ ბუბლიკს შეხვდება. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ჰოლგერ რუნეა, მეორე იანიკ სინერია, მესამე კი – […]