დინამო თბილისმა შეკრება ფახთაქორთან დიდი უპირატესობით გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ანტალიაში გაიარა და გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უზბეკეთში იგივე სტატუსის მქონე ტაშკენტის “ფახთაქორს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. კახა ცხადაძის გუნდის მხრიდან გოლების გატანა სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ნიკოლოზ მალიმ მოახერხეს. “დინამო თბილისმა” ბელეკში გამართულ შეკრებაზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც […]
ეროვნული ლიგა: XXX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური არამხოლოდ სათამაშო კვირის, თვის ან წრის, მთლიანად, სეზონის რამდენიმე გადამწყვეტი შეხვედრით გამოდგა დასამახსოვრებელი. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში ერთმანეთის უშუალო და გამოკვეთილი კონკურენტები დაუპირისპირდნენ და საჩემპიონო, ევროსარბიელისთვის თუ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, პოტენციურად გადამწყვეტი შეედგებიც კი დააფიქსირეს. საუკეთესო ათეულში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ერთმანეთს “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ. […]
ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ და ცხრილში სიახლეები და სენსაციური შედეგებიც ვიხილეთ. მეოთხე სათამაშო კვირა 17 ივნისს, სამტრედიაში, ადგილობრივი “სამტრედიასა” და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა – 2:1 იმარჯვეს. ეროსი მანჯაგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გოლები სტუმართა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ […]
სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება. სანაკრებო […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი მე-18 ტურის შეხვედრებით დასრულდა. ბოლო სათამაშო კვირამ განსაკუთრებული უხვგოლიანობით თავი ვერ დაგვამახსოვრა. რამდენიმე ინტრიგა ბოლო ტურამდე შემორჩა და სწორედ ამიტომ გუნდებს გაცილებით პრაგმატული მიზნები ჰქონდათ, ვიდრე ხალისიანი ფეხბურთის თამაშია. მეთვრამეტე ტურის შედეგები: “თელავი” – “ტორპედო” 1:1 “საბურთალო” – “სამტრედია” 2:1 “დინამო ბათუმი” – “ჩიხურა” 0:0 “დინამო თბილისი” – ”მერანი” 3:0 […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე “საბურთალოსა” და “სამტრედიას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა – 2:1 იმარჯვეს. შედეგად, […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 9 სექტემბერს “ლოკომოტივისა” და “ჩიხურას” მატჩით განახლდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მოსკოვის “დინამოსთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს და იმერლებს – 4:1 აჯობეს. ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, ნეიტრალურ არენაზე გაიმართა და აქ ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მაძიებელი, ორი დინამო დაუპირისპირდა. გუნდში დაბრუნებული ჩისკოს ხელმძღვანელობით თბილისელებმა შეიძლება […]
“მალის შეცდომა ახალგაზრდული მომენტი იყო, მას ყველაფერი წინ აქვს” – გიორგი ჭიაბრშვილმა დებიუტანტის თამაში შეაფასა
ეროვნული ლიგა 20-დღიანი პაუზის შემდეგ, მე-11 ტურის შეხვედრით განახლდა, რომელშიც “ლოკომოტივმა” “ჩიხურას” – 4:1 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ, Live.ge თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა და შეხვედრის შეფასება სთხოვა. “ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხობრივად ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, ეპიზოდური თამაში იყო. როგორი ანგარიშითაც მატჩი დასრულდა, ისეთი თამაში ნამდვილად არ ყოფილა. ყველაზე […]
სამურსაკოვმა საქართველოს უპირატესობა 2-მდე გაზარდა (ვიდეო)
საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
5 და 10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, შესაბამისად, ლიხტენშტაინისა და აზერბაიჯანის 21-წლამდელების წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრებით იწყებს გია ცეცაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს. ლიხტენშტაინთან პირველი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანს საქართველოს ნაკრები ბაქოში ესტუმრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ევროშესარჩევი შეხვედრებისთვის მოემზადებიან: […]
“საბურთალომ” სტუმრად “შერიფი” გაანადგურა! (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” მოლდოვური “შერიფი” 0:3 გაანადგურა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თბილისელებმა მატჩის დიდი მონაკვეთის მანძილზე შემტევი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე “საბურთალოს” მონტენეგროელმა ლეგიონერმა, ოგნიენ როლოვიჩმა გახსნა რომელიც ნიკა მალის ჩაწოდებას გამოეხმაურა, პირველი ტაიმი ანგარიშით 0:1 დასრულდა. მეორე ტაიმის […]