2021/22 წლების ლიგა 1-ის ერთერთ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს “ნიცა” და “მარსელი” ხვდებოდნენ, საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრას დოლბერგის გოლით “ნიცა” იგებდა, თუმცა მატჩის ბოლო ნაწილში, მას შემდეგ, რაც “ნიცას” გულშემატკივარმა დიმიტრი პაიეს ბოთლი ესროლა, მოედანზე მიმდიანრე პროცესები უკონტროლო გახდა. პაიემ გულშემატკივრის მიერ ნასროლი ბოთლი ტრიბუნებისაკენ გაისროლა, რაც საბოლოოდ დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდა. […]