ირლანდიურმა სარაგბო ვებგვერდმა, RugbyPass-მა, ნოემბრის ტესტების კვირის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მორაგბე – დავით ნინიაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი, მოხვდა. ,,ბორჯღალოსნებმა” შაბათს უელსი სტუმრად დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა საქართველომ ექვსი ერის წარმომადგენელთან იმარჯვა. სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 4 მოთამაშე ინგლისის ნაკრებიდანაა, რომელმაც ახალ ზელანდიასთან ფრედ, 25:25 […]