კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დასრულებულია და ევროპაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გაგრძელების თარიღის დასახელება ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, სეზონის შეჩერებამდე, თუკი რაიმე სიახლე შემოვიდა ფეხბურთში, ეს ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის აღზევებაა, რომელმაც შესანიშნავი შედეგიანობით და გამორჩეული გოლებით, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. “დორტმუნდში” გადასვლის შემდეგ, სადებიუტო შეხვედრაში, 19 წლის ნორვეგიელმა ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. ასევე, მან შესანიშნავი მატჩი […]