“ზუსტად ვიცით საქართველოსგან რას უნდა ველოდოთ” – სტალე სოლბაკენი
კვირას მარბელაში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ნორვეგიის ნაკრები საქართველოში გამოემგზავრა. როგორც ნორვეგიულ მედიაში წერენ, ხანგრძლივი ფრენა გუნდისთვის დამღლელი აღმოჩნდა. მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ფეხბურთელები ამას გაუმკლავდებიან. სოლბაკენის თქმით, ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გუნდი ძირითადად მსუბუქად ვარჯიშობდა. ნორვეგიელთა თავკაცი თვლის, რომ ახლა მათთვის მთავარი გამოძინება და ძალების აღდგენაა. “დღეს გუნდმა გარკვეული ნიუანსები გაიარა, რომელიც საქართველოს სათამაშო ტაქტიკას ეხებოდა. […]
FIFA | ჰოლანდი და ნორვეგია შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ
იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელები ბოიკოტს არ შეწყვეტენ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გამართვაზე უარს იტყვიან, ერლინგ ჰოლანდი და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრები შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ. მარტში, გიბრალტართან გამართული ოფიციალური მატჩის წინ, ნორვეგიელებმა ყატარში შექმნილი გაუსაძლისი პირობები გააპროტესტეს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებს გაუსვეს ხაზი. The Guardian-ის […]
ერლინგ ჰოლანდს გენიალური გოლის გატანამდე მცირედი დააკლდა | VIDEO
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მეოთხე ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ნორვეგიამ ნიდერლანდებს უმასპინძლა, სადაც მთავარი დუელი: ერლინგ ჰოლანდი და ვირჯილ ვან დაიკი უპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ერლინგ ჰოლანდმა მატჩის მე-20 წუთზე ბრწყინვალე გოლი გაუტანა ნიდერლანდების ნაკრებს. მისი სიჩქარე, ფიზიკური აღნაგობა და სიძლიერე მას ძალიან დიდ ხიბლს სძენს, რათა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ფოვარდი გახდეს. “Twitter”-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, […]
ჰოლანდი ესპანეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს
ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” სუპერვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ესპანეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უეფას ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა ახლოვდება. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში ნორვეგიას ბათუმში დაუპირისპირდება. მატჩი 28 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – სტალე სოლბაკენმა, მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ისეთ ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: ერლინგ ჰოლანდი, მარტინ ოდეგორი, ალექსანდრ სორლოტი […]