თელ-ავივის გრანდ სლემის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 მედალის მოპოვება შეძლო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ქართველების წინსვლა თვალშისაცემია. -60 კგ წონით კატეგორიაში 11 პოზიციით წინ აიწია თემურ ნოზაძემ, რომელიც 2420 ქულით წონით 22-ე ნომერია. ერთი საფეხურით დაქვეითდა ამირან პაპინაშვილი, რომელმაც პროფესიული კარიერა დაასრულა. -66 კგ წონით კატეგორიაში ცვლილება არ არის. მეორე პოზიციაზეა […]